ბეჟან წაქაძე – „ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ოთხივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა”

პარლამენტის წევრი, ბეჟან წაქაძე პლენარულ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა და მის სამაჟორიტარო ოლქის შედეგებზე ისაუბრა.

„მინდა, მივესალმო ჩემს სამაჟორიტარო ოლქის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას და მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ 9 წლის განმავლობაში გვერდში ედგნენ „ქართულ ოცნებას” და ჩატარებულ 8 არჩევნებში ყველა ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. ოთხივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა და საკრებულოებში აბსოლუტური უმრავლესობა გვყავს.

ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამმა მერმა 55-56%-ით ხალხის ნდობა მიიღო და ისინი პირველივე ტურში გახდნენ მერები. დაგვრჩა ბაღდათის რაიონი, სადაც 49.76% აიღო „ქართული ოცნების” კანდიდატმა და 51 ხმა დააკლდა მერობის კანდიდატს, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა. როდესაც საუბარია, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, სწორედ ბაღდათია ერთ-ერთი მაგალითი და ეს არის დემოკრატიის პრინციპები და სწორედ ასე ტარდება ჩვენთან არჩევნები. საპარლამენტო არჩევნების დროს 151 ხმა დამაკლდა, რომ პირველივე ტურში მომეგო და ამის შემდეგ ცოტა უხერხულია, როცა საუბრობთ არჩევნების გაყალბებაზე”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები