ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ იცის, რომ არჩევნების მეორე ტური წაგებული აქვს

“ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი გამომდინარე იქედან, რომ ნიკა მელია თბილისში არჩევნებს აგებს”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დედაქალაქში გამოკრული ბანერების საკითხი.

მისივე თქმით, მელია მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს.

„მან იცის რეიტინგები, იცის, რომ რეალურად წაგებული აქვს არჩევნების მეორე ტური. ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და ცდილობს, ხალხი, თბილისელები მოატყუოს. სრული აბსურდია, რაც ბანერებზე წერია, მათ შორის, პენსიებზე – კანონით მას ამის უფლება არ აქვს და ამას 240 მილიონი ლარი სჭირდება. იგივე ეხება სკოლებსაც, ამის უფლება კანონით არ აქვს და ამას დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება. რას აკლებს ამ თანხას, ჯანდაცვას თუ სხვა მიმართულებებს, ესეც საკითხავია. რა თქმა უნდა, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი გამომდინარე იქედან, რომ მელია აგებს თბილისში არჩევნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები