ალუდა ღუდუშაური: სფერო არ დარჩა, სადაც არ შეხვედით, არ დაატერორეთ და ააწიოკეთ ყოველი მესამე ოჯახი, იმ ბოროტებას რაც იყო ვერ განერიდებით
„სფერო არ დარჩა, სადაც არ შეხვედით, არ დაატერორეთ და ააწიოკეთ ყოველი მესამე ოჯახი, იმ ბოროტებას, რაც იყო ვერ განერიდებით, თქვენ ორი მინისტრი გყავდათ, ერთი მერაბიშვილი, რომელიც იჭერდა ხალხს და მეორე ამ დაჭერილ ხალხს ატყავებდა, აი, ეგ იყო თქვენი ეკონომიკა”, – ამ სიტყვებით მიმართა მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას.
“ახლა გამოდიხართ და რაღაცეებზე უტიფრად საუბრობთ, ცდილობთ, დასვათ ტოლობის ნიშანი.
თქვენ შალვა შავგულიძე გვირგვლიანის საქმეზე ადვოკატი რომ ბრძანდებოდით, ალა რომ ადვოკატები დადიან მოსანახულებლად, იმ მთავარი ძალადობის და ტერორის შემოქმედთან, ადრე ადვოკატები მისვლას ვერ ბედავდნენ ციხეში, პოლიტიკური ოპონენტის კი არა, ჩვეულებრივ ადამიანთან შესვლას, ეს იყო გმირობის ტოლფასი და ეუბნებოდნენ, იქ რომ შევიდე და პატიმარი ვნახო, მე დამიწყებენ დევნას, ნახევარი საქართველო დაჭერილი გყავდათ და ხალხი თავიანთ ქონებას ბანკებში დებდა, ახლა იპოვეთ ძალა საკუთარ თავში და გამეცით პასუხი, უთხარით საზოგადოებას, რომ ეს ასე არ იყო “, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე.