ირაკლი კობახიძე: სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური
“დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები – სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, პარტიის მხარდამჭერებს, პირველ ყოვლისა, ულოცავს იმ გამარჯვებას, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2 ოქტომბრის არჩევნებში მოიპოვა.
„დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან დაკავშირებით გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა კობახიძემ.