რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მავნებლური დამოკიდებულებით „ქართულ ოცნებას“ კი არა, საქართველოს, ქართულ ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოს ებრძვის

“სიძულვილის, პოლარიზაციისა და დესტრუქციის დასრულება გადის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რადარებიდან გაქრობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პირობებში გაკეთებულ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება.

„მხოლოდ 3 წლის განმავლობაში 18 ახალი ბაღი, ჯამურად, 30 ახალი ბაღი აშენდა და 9 ბაღის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. 174 სკოლაა აშენებული, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 257-ს. თითოეული მათგანი არის ადაპტირებული. მავნე ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდა უახლესი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ავტობუსებით, ეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება, ან უკვე დასრულებულია. არჩევნებიდან არჩევნებამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკან დახიოს ჩვენი ქვეყანა, რადგან ფიქრობს, რომ რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით მეტი შანსი ექნება ხელისუფლებაში მოსვლის, სხვა ინტერესი მათ არ გააჩნიათ. ამ მავნებლური დამოკიდებულებით, სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ კი არა, საქართველოს, ქართულ ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოს ებრძვის ეს მავნებლური ორგანიზაცია. სიძულვილის, პოლარიზაციისა და დესტრუქციის დასრულება გადის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რადარებიდან გაქრობაზე, რის გადამწყვეტი თარიღიც 30 ოქტომბერი იქნება, სადაც ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საბოლოოდ დაამარცხებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ერთად დასრულდება ცილისწამების კამპანია და სიცრუეზე აგებული დღის წესრიგი. ჩვენ აღარ უნდა დავკარგოთ დრო ამ წარსულის პარტიაზე საუბრით და მთელი ენერგია უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და წინსვლას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები