ლაგოდეხში ბახტრიონის ქუჩის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ლაგოდეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტუალურად გრძელდება. ბახტრიონის ქუჩაზე, გზის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 480 გრძ. მეტრის მონაკვეთზე, ცენტრალური გზის მოასფალტებასთან ერთად, მოეწყობა თავისუფლების ქუჩის №1 და ზაქათლის ქუჩის №29 საერთო საცხოვრებელთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ჩიხი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 320 713.21 ლარს შეადგენს. სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები