ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია – ჩვენი ხალხი რას იტყვის, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება

“ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის; სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, ერთ რამეს ვეტყვი ყველას – ამ სიაში, სხვათა შორის, არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები