ვლადიმერ ჩაჩიბაია: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსᲐ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
„გუშინ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს ნიშნულზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აშშ წლებია, აძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას სხვადასხვა წარმატებული პროექტითა და მიმართულებებით, როგორიცაა: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების ჯაველინების გადმოცემა, შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა და საერთაშორისო სწავლებების ყოველწლიურად მზარდი მასშტაბები, საბრძოლო მოზარდების ცენტრის დაარსება, დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება/აღჭურვა.
„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუანრიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე.
აღნიშნული ახალი ინიციატივა დაფუძნებულია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეკავების დონეს და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხს”, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.