დევი ტაბიძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებას უკვე აზრი არ აქვს, ისეთი მდგომარეობაა მასობრივი შეხვედრების გამო
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის შეფასებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
მისივე თქმით, მიზეზი ის მასობრივი შეხვედრებია, რომლებიც თბილისში ტარდება.
“ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ამ მომენტში შეფასებასაც უკვე აზრი არ აქვს, იმდენად მძიმე მდგომარეობაა ისეთი მასობრივი შეხვედრების შემდეგ, როგორიც თბილისში ტარდება და ა.შ. ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. მარტო იმაზე აქცენტირება, რომ ადამიანები არ არიან აცრილები, ამას შეგვიძლია, დავამატოთ სოციალური პასუხისმგებლობა, დისტანცია, ნიღაბი და ა.შ. კოლაფსი შეიქმნება ის, რომ ბაღში ვეღარ ვატარებთ, კოლაფსი იქნება – სკოლაში ვეღარ წავალთ, უნივერსიტეტები დაიკეტება და ა.შ. გადავალთ ონლაინ რეჟიმზე”, – აცხადებს დევი ტაბიძე.