კრემლი: ნატო–ში უკრაინის შესვლა ყველაზე ცუდი სცენარია, რომელიც აიძულებს რუსეთს, აქტიური ზომები მიიღოს
“ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შესვლა ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, რადგან ეს რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების “წითელ ხაზებს” სცილდება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ფრანგ ჟურნალისტებს უთხრა ფილმში – “ვლადიმერ პუტინი: თამაშის ბატონი”, რომელიც 17 ოქტომბერს France 5–ის ეთერში გავიდა.
”ნატო–ში უკრაინის გაწევრიანება იქნება ყველაზე ცუდი სცენარი. ეს არის სცენარი, რომელიც სცილდება რუსეთის ეროვნული ინტერესების “წითელ ხაზებს”. ეს ის სცენარია, რომელმაც შეიძლება, აიძულოს რუსეთი, მიიღოს აქტიური ზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – თქვა პესკოვმა.