ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან. ჩვენს ქვეყნებს საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ. ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალს ბოლომდე ავითვისებთ”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Great discussions w/ @IvanKorcok. 🇸🇰&🇬🇪 have close & strong relations based on shared European values. Greatly appreciate 🇸🇰’s support to 🇬🇪sovereignty, territorial integrity & Euro-Atlantic aspirations. With joint efforts we will unleash full potential of our cooperation. pic.twitter.com/8roCWoO6Nc
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 18, 2021