დავით სერგეენკო: როგორც ექიმი, სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს

“მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად, ყოფილი პრეზიდენტია თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია”, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო კითხვას, რამდენად შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი.

სერგეენკოს თქმით, ის, როგორც ექიმი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“აქ მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად, ყოფილი პრეზიდენტია თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორც ექიმი, სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და საფრთხეს ნუ უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. ნამდვილად მჯერა, რომ ექიმები, ვინც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გართულებები არ იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები