ვოლსკი – სააკაშვილზე: გამომიშვით, შეგროვდით და მეორე ტურს ჩავუდგები სათავეშიო, ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ დაძაბული დღეები გველის
“გამომიშვით, შეგროვდით და მეორე ტურს მე ჩავუდგები სათავეშიო. ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ დაძაბული დღეები გველის”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტსა და არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკი ამბობს, არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განვითარება სურს.
“რევოლუციური სცენარის განვითარება არის მთავარი, რასაც მეორე ტურის წინა პერიოდში გვპირდებიან და მეორე ტურის შემდეგაც და სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მოწოდება, მეორე ტურში გავიმარჯვებთ და ჩემი გამოშვებაც შორს არ არის იმ დღიდანო. ახლა შეცვალა – გამომიშვით, შეგროვდით და მეორე ტურს მე ჩავუდგები სათავეშიო. ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ დაძაბული დღეები გველის,” – აცხადებს გია ვოლსკი.