კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ ვითარებას
“აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ არჩევნების საკითხზეც.
„ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მსურს, დაგარწმუნოთ რომ აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას. მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა მოხდეს არჩევნებზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეების და პლტფორმების გაცნობის კუთხით. კანდიდატებმა შეძლონ კამპანიების, პლატფორმების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამ საკითხებზე გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული და ბატონი სააკაშვილის მდგომარეობასაც დავაკვირდებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.