კელი დეგნანი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.
მისივე თქმით, ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების საკითხი ამერიკისთვის.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად უფრო მეტად, რათა გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები. ძალიან მოხარული ვართ, რომ თავდაცვის მდივან ოსტინს ვუმასპინძლებთ. ვფიქრობ, ეს მიანიშნებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.