ნანა კაკაბაძე: პატიმრები ყოველდღიურად ხედავდნენ ციხეებიდან გატანილ გვამებს – დღეს, ამ გვამების მთავარი „შემოქმედი“ ციხეში ითხოვს იმ ფუფუნებას, რომელსაც ზოგიერთი გარეთ მყოფიც კი ნატრობს და არ აქვს

„ის, რაც თქვენ გადაიტანეთ, ის, რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის დროს, იყო სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასდროს განმეორდება, რადგან არსებობთ ადამიანები, რომელთაც დღემდე გაქვთ განცდა, რომ ეს იყო უსამართლო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ქუჩაში უმოწყალოდ ხოცავდა“, – ამ სიტყვებით მიმართა ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმი, არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ ციხეებშიც ხოცავდა ადამიანებს და დღეს, ის ისეთ ფუფუნებას ითხოვს ციხეში, როგორიც, ზოგიერთ გარეთ მყოფს არ გააჩნია.

„ისინი ხოცავდნენ ადამიანებს სწორედ იმ ციხეში, თვითონ რომ ზის. ციხეებიდან ათასობით გვამი გამოჰქონდათ. ჩემი პატიმრები, რომელთაც ჩვენი ორგანიზაცია იცავდა, გათავისუფლების შემდეგ, ყვებოდნენ, როგორ ხედავდნენ ყოველდღიურად, ციხეებიდან გატანილ გვამებს. დღეს, ამ გვამების მთავარი „შემოქმედი“, რომელიც აქ ზის, ითხოვს იმ ფუფუნებას, რომელსაც ზოგიერთი გარეთ მყოფიც კი ნატრობს და არ აქვს. მინდა, ამ ხელისუფლებას მივმართო; სირცხვილია, ასეთ პირობებში გყავდეს ასეთი სერიოზული კრიმინალი და დამნაშავე. კანონის წინაშე, ყველა თანასწორია და მას მოეპყარით ისე, როგორც – დანარჩენ პატიმრებს. არ ვამბობ, რომ მოექცეთ ისე, როგორც თავად ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ მოეპყარით ისე, როგორც თქვენ ეპყრობით დანარჩენ პატიმრებს“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები