ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია: “სააკაშვილო ვიცი, რომ გესმის, შე ჯალათო! მიშა მოვედით, ძრწოდე!

„სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს – უნდა შიშით ძრწოდეს. დღეს აქ ვართ 4-5 ათასი ადამიანი, მთელი საქართველო აქ მოვალთ. ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი. მიშა, მოვედით. შენგან დათრგუნული ადამიანები მოვიდნენ. მათი რისხვა, როგორც მთიდან ზვავი, ისე გორდება და წალეკავს სრულიად ფაშიზმს”,- ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მიზანია, რომ აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას შეახსენონ წარსული და აღინიშნოს, რომ საქართველოში დიქტატურა ვერ დაბრუნდება.

“ჩვენ, აქ მოსული საზოგადოება, არა მხოლოდ იმისთვის ვართ აქ, რომ წარსული გავიხსენოთ, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში ფაშიზმი და დიქტატურა არასოდეს აღარ განმეორდეს. სააკაშვილო, შენ ახლა რა პირობებშიც იმყოფები, ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც შენს მერე შეიქმნა – როცა არავინ გეხება, როცა საკანში არავინ გივარდება, როცა შენი შვილების სურათებს არ ხევენ და მის შეჭმას არ გაიძულებენ, როცა გაუპატიურებას არ გიპირებენ. როცა შიმშილობას აცხადებ და განაცხადი თაფლის ქილებზე გაქვს გაკეთებული. როცა პატიმრობის მეორე დღესვე ციხის მაღაზიიდან ძვირადღირებულ ტელევიზორს ყიდულობ – მე, ჟურნალისტს, საკანში კალამი და ფურცელი რომ მქონოდა, ციხის დირექტორის სახელზე განცხადება დამაწერინეს. როდესაც აქ ცოლები გაკითხავენ, საყვარელი მეუღლისთვის ვერ გიერთგულია, შენი სახელმწიფოს პასპორტისთვის ვერ გიერთგულია, რომელ ღირსებაზე და ერთგულებაზე ლაპარაკობ?“, – განაცხადა ზაზა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები