დიდ დიღომში კორპუსის მე-5 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა
დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან, მოზარდი გოგონა გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ცნობილია შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ფანჯრიდან იყურებოდა.