სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მცხეთაში პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ აღავლინა.
დღესასწაულზე იყვნენ პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც.