მიხეილ სააკაშვილი: 30 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილის მიმართვა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

„30-ში ყველა არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში. ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში“, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

ცნობისათვის, ამ წუთებში, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები