ნუგზარ წიკლაური: ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, მოვიდნენ და ნახონ, რომ ათი ათასობით ადამიანი ითხოვს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას
“ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, მოვიდნენ და ნახონ, რომ ათი ათასობით ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიუღებელია.
“თუ ,,ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ქვებით, ჯოხებით, ფიზიკური თავდასხმებით შეაჩეროს ხალხის მოძრაობა, ეს არის განწირული მცდელობები. ხალხზე არასდროს არავის არ გაუმარჯვია და ვერც ისინი მოახერხებენ ამის გაკეთებას. ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს აქციაც იყოს დიდი სახალხო ლეგიტიმაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების. მოვიდნენ და ნახონ, რომ ათი ათასობით ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. არ შეიძლება პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტების წინააღმდეგ და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება პოლიტიკური მიზნით მაშინ, როდესაც ამ დევნას არავინ მიიჩნევს სამართლებრივად მთელს მსოფლიოში”, – აცხადებს წიკლაური.