“რესპუბლიკის მოედანზე” შეკრებილები ლოზუნგით – “თავისუფლება მიშას”, თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან
“თავისუფლება მიშას” – ამ სლოგანით აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მიემართებიან, სადაც აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეების თქმით, აქცია მშვიდობიანი და მასშტაბური იქნება. მათი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
აქციაზე იმყოფებიან რეგიონებიდან ჩასულებიც.