სოზარ სუბარი: ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის სიმბოლოდაა ქცეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად გამართული კონტრაქციები ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული არ არის.

მისივე თქმით, ადამიანებს აქვთ აქციისა და კონტრაქციის ჩატარების უფლება.

“არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება და ამის ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ. სულ მესმის მთელი დღის განმავლობაში, რომ ქვები ესროლეს მანქანებს, გზები გადაკეტეს, თუმცა, ვერცერთი მაგალითი გზის გადაკეტვის და ქვების სროლის ვერ ვნახეთ. მეორე მხრივ, როგორც არის აქციის უფლება, ისე არის კონტრაქციის უფლებაც, ადამიანები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის და ადამიანის ღირსების შელახვის სიმბოლოდაა ქცეული. ეს ადამიანები გამოხატავენ თავის პროტესტს“, – განაცხადა სუბარმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები