სოზარ სუბარი: სააკაშვილი არის დამნაშავე საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რის გამოც ის ზის ციხეში

“მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, დამნაშავე საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რის გამოც ის ზის ციხეში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სასჯელს არ მოიხდის, საქართველოს ციხეში იქნება.

“სააკაშვილი არის დამნაშავე, დამნაშავე საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რის გამოც ის ზის ციხეში, ასევე, წარდგენილია ბრალი, რომელზეც მიდის გამოძიება და ვიდრე ის არ მოიხდის სასჯელს,  იქნება საქართველოს ციხეში”, – აღნიშნა სუბარმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები