კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და შეძლებენ, მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს დღევანდელი აქცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ისინი შეძლებენ, მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს დღევანდელი აქცია.
„არანაირი დარბევა, სიტყვაც არ გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერ იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ისინი შეძლებენ, ნებისმიერი სახის მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს აქცია და მიეცეთ საშუალება, თავიანთი ნება გამოავლინონ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.