გიორგი გამსახურდია – სააკაშვილზე: ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი ბუბას, დევისა და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვავდა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიასთან თვითიდენტიფიკაცია აქვს.
გამსახურდია სოციალ ქსელ “ტვიტერში” გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბუნებრივი მდგომარეობა ფარსია.
“ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი ბუბას, დევისა და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვავდა. ასევე, ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი, მიშა და, შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა”, – წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული თვითიდენტიფიკაცია აქვს ზვიად გამსახურდიასთან იმ გაგებით, რომ ყოველთვის ცდილობდა თავის წარმოდგენას მის ადგილას.