გიორგი ბარამიძე: დღეს აქციაზე იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე
“აქციაზე იქნებიან როგორც „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერები, უპარტიოები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს აქციაზე იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე კარგად აქვს გაცნობიერებული.
„დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული, თუმცა, მას ვიწრო პარტიული ხასიათი არ აქვს. აქციაზე იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერები, უპარტიოები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ბარამიძემ.