წალენჯიხის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა- არიან დაშავებულებიც

სამეგრელოში, წალენჯიხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი სამეგრელოდან იტყობინება, მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი მგზავრობდა, რომლის მდგომარეობის შესახებაც ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე მძიმედ დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი პირებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები