“მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება” – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

“გარანტირებულად გეუბნებით, რომ მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე საუბარი არასწორია.

„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის, ელექტროენერგიის ტარიფზე კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები