კახა კახიშვილი: მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ ცოცხლები იყვნენ თუ არა

მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ ცოცხლები იყვნენ თუ არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა გადაცემა.

„ზოგიერთ შემთხვევაში სამი დღის დაკავებული ადამიანი მიჰყავდათ უკან კაბინეტებში, შემდეგ ტელევიზიები მოჰყავდათ და თავიდან აკავებდნენ – რატომ? იმიტომ, რომ შიში დაეთესათ მოსახლეობაში.

ამ ხალხს ადამიანურად კი არ აკავებდნენ, ღირსება რომ შეელახათ და ადამიანი, როგორც პიროვნება გაენადგურებინათ, აკავებდნენ თმების თრევით. იგივე ხდებოდა ციხეებშიც, ერთ-ერთი სადამსჯელო ღონისძიება იყო მორგში გვამებზე ცოცხალი ადამიანების მიბმა და ა.შ გათავისუფლების შემდეგაც ხალხი, სამი ან ოთხი თვე სახლებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ, იმდენად იყვნენ დაშინებულები იყვნენ, რადგან ხმამაღალი საუბარი აუცილებლად ისჯებოდა ცემით.

მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ იმაზე, გამოვიდოდა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მათი ოჯახის წევრი ცოცხალი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა იმედის გადაცემა „არჩევნები 2021“-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები