საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ავსტრიის რესპუბლიკის სამხედრო ფედერალურ დროშას და შესრულდა საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.