ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან დიეგოს მიმდებარედ მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას, სულ მცირე, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რამაც ორი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
თვითმფრინავი სან-დიეგოდან არიზონაში მიფრინავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოიძიება.