ბიძინა კულუმბეგოვი: თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ მოზრდილი მოსახლეობის 70-80% აიცრება, კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება.

“სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი. წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 70-80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია”,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები