ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე აცხადებს, რომ ნანგრევებში მათი შვილებიც არიან, რომელთა ხმაც სავარაუდოდ ისმის

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე, რამაზ დაულაძე აცხადებს, რომ ნანგრევებში მათი შვილებიც არიან, რომელთა ხმაც სავარაუდოდ ისმის

“შეუძლოდაა, დამტვრეულია, საუბარი არ შეუძლია.

ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც ამოვიყვანთ. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, არ ვიცი, არ მინახავს არცერთი“, – განაცხადა მან.

ცნობისთის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები