მაშველებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, – ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალია ამოყვანილი

ბათუმში, მაშველებმა 7-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. მანამდე მაშველები მას დახმარებას ადგილზე უწევდნენ, კერძოდ მიაწოდეს სასმელი წყალი და ჟანგბადის ბალონი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები