“ფეხი მტკივა” – ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა კაცი მაშველებს ეკონტაქტება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან სამაშველო ოპერაცია 6 საათია, მიმდინარეობს.

ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზვიადი ჰქვია, მაშველებს ეკონტაქტება.

მან მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა. ახალგაზრდა კაცთან კონტაქტი დილიდან არ გაწყვეტილა.

ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას მაშველები და მოქალაქეები შეძახილებით ამხნევებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები