“2 ადამიანია ნანგრევებში, მათთან კომუნიკაცია გვაქვს” – შს მინისტრი

“2 ადამიანია ნანგრევებში, რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, შემთხვევის ადგილას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნანგრევებში მოყოლილები ვერ აზუსტებენ, თუ რომელ სართულზე იმყოფებიან.

სიტუაციის საფრთხიდან გამომდინარე, მაქსიმალური სიზუსტით უნდა ჩატარდეს სამაშველო ოპერაცია და მაშველები ყველაფერს აკეთებენ მათ ამოსაყვანად.

მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები