თორნიკე რიჟვაძე: ჩემი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

“ჩემი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად მაშველები მუშაობას აგრძელებენ.

„ჩემი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშველებმა უნდა შეძლონ ეფექტურად მუშაობა და მადლობა მათ ამისთვის. უნდა ვაცადოთ, რომ გადაარჩინონ ისინი. მოგვიანებით მოგახსენებთ დამატებით დეტალებს. აქ ჩამოდიან შს მინისტრი და პრემიერიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, უპირველესად, გადავარჩინოთ აქ მოყოლილი ადამიანები და, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს აუცილებლად დავეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მთავარია, ამ ადამიანებს ვუშველოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებიდან ამ დროისთვის 2 ბავშვია ამოყვანილი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში, დაახლოებით, 8 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები