2 ადამიანს, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას ნანგრევებშია მოყოლილი, უახლოეს წუთებში ამოიყვანენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, 2 ადამიანს, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევისას ნანგრევებშია მოყოლილი, უახლოეს წუთებში ამოიყვანენ. ამის შესახებ მან “კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი არის მოყოლილი ნანგრევებში. 2 ადამიანი ძალიან ახლოს არის, კონტაქტზე არიან და, ჩემი ინფორმაციით, მაშველები ძალიან მალე ამოიყვანენ”, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები