ცესკო-ს სპიკერი: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებშიც, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას, მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი, კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“, – განაცხადა იოსელიანმა.

დღეს დილიდან ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ელენე ხოშტარია იმყოფებიან, ხმაური და დაპირისპირებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები