“ბავშვი და ქალია მოყოლილი” – თვითმხილველი ბათუმში მომხდარ ნგრევაზე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, ერთ-ერთი მეზობლის ვარაუდით, ბავშვი და ქალია მოყოლილი.

მისივე თქმით, შენობის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში რემონტი მიმდინარეობდა და ყველა კედელი დანგრეული იყო.
ადგილობრივის ვერსიით, სავარაუდოდ, ეს გახდა ნგრევის მიზეზი.

“რაღაცას ანგრევდნენ, კედლები იყო ჩამონგრეული, ჩემი თვალით ვნახე, გუშინ შევიხედე და ყველაფერი დანგრეული იყო.
მოყოლილები არიან, როგორ არა, ჩემი მეზობლები არიან, ბავშვი და ქალია”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები