პარტია “მოქალაქეები” ენმ-ის აქციებს არ შეუერთდება

პარტია “მოქალაქეები” ,,ნაციონალური მოძრაობის,, არცერთ აქციას არ შეუერთდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

პოლიტიკოსის შეფასებით, ეს არის კონკურენტული პარტიის აქცია, შესაბამისად, ასეთ პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებენ.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია, რადგან მის მიმართ არსებობს გირგვლიანის, „იმედის“ და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეები.

“რაც შეეხება ახალ საქმეს, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით აღიძრა, ამ საკითხზე საერთოდ შეუძლებელია, რამე პოლიტიკური მოტივი არსებობდეს, რადგან დანაშაულებრივი მიზნით გადაწყვიტა, შემოსულიყო ქვეყანაში. აღიარებული ფაქტია, რომ საზღვრის კვეთა მოხდა უკანონოდ. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების მხოლოდ ერთი მექანიზმი არსებობს. ეს არის პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა. სხვა სამართლებრივი მექანიზმი ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები