ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მე-4 ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას
“2012 წლიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მე-4 ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
“2012 წლიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მე-4 ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, ვიზიტი, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვის და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისა და არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასების შესაძლებლობაა.
საქართველო წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს, რომელიც მტკიცედ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგულებას. საქართველო-ნატო არსებული თანამშრომლობის საფუძველია საქართველოს თავდაცვის ძალებში შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებზე დაფუძნებით, განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად ასპირანტ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მექანიზმი. საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, წლებია, ნატო-ელი პარტნიორების მხარდამხარ იცავდა მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას და წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორ სახელმწიფოს ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში ავღანეთსა და კოსოვოში. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარების პოლიტიკას.
მტკიცე თანამშრომლობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და ინსტიტუტების გაძლიერებას და ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეიქმნა და ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ერთობლივად შეთანხმებული ნაბიჯების ეფექტურად განხორციელებას. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს პარტნიორობის მაღალ ხარისხს”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.