„არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ყველამ ის ხმები მიიღო, რაც დაიმსახურა, არც მეტი, არც ნაკლები“ – დენის დავითაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ყველა პარტიამ, მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატებმა ის ხმები მიიღეს, რაც დაიმსახურეს, არც მეტი, არც ნაკლები”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას არჩევნების სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის” თავმჯდომარემ, დენის დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილმა 2 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები შეაფასა.
„როგორც მოგეხსნებათ, 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ყოველთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში დამკვირვებლობას აწარმოებდა. ამჟამად, არჩევნებს ვაკვირდებოდით თბილისის ათივე ოლქში, ასევე, რუსთავის, ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში. მინდა, ისიც მოგახსენოთ, რომ ჩვენი დამკვირვებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ოქტომბრის არჩევენები გამოცხადდა, ანუ 3 აგვისტოდან. ვაკვიდებოდით ყველა პროცესს, რაც ცესკო-ში, საოლქო კომისიებში, საუბნო კომისიებში მიმდინარეობდა. დიდი დრო დავუთმეთ იმას, თუ როგორ ტარდებოდა ზემოხსენებულ ოლქებში ტრენინგები. ასევე ვაკვირდებოდით, თუ როგორ იყვნენ არჩეული საუბნო კომისიებში თავმჯდომარეები, მოადგილეები, მდივნები.
პირველი ტურის შედეგებმა ჩვენ გვიჩვენა, რომ ყველა პარტიამ, მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატებმა ის ხმები მიიღეს, რაც დაიმსახურეს, არც მეტი, არც ნაკლები. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ჩვენი დამკვრივებლების დამკვირვებლობა, ასევე გადათვლის შედეგები“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა.
„არჩევნები ჩატარდა ღიად, გამჭვირვალედ, ყველა ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატა.
რა სიახლეები იყო წლევანდელ არჩევნებში: ყველაზე დიდი სიხლე იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ბევრი ცვლილება მიიღო, რამაც არჩევნების მსვლელობაზე ძალიან კარგი გავლენა მოახდინა. თბილისის ყველა ოლქში მიტანილი იყო და მისული ამომრჩეველი ხმას აძლევდა ახლადშემქნილ ხმის მიცემის კაბინებში. ჩვენ ვაფასებთ, რომ ეს არის კარგად შედგენილი და შემოტანილი სიახლე. გარდა ამისა, კრწანისის ოლქში ხმის მიცემა ელექტრონული წესის მიხედვით მიმდინარეობდა. მართალია, ერთ-ერთ უბანზე ორჯერ გამოვიდა მწყობრიდან ეს დანადგარი, მაგრამ ტექნიკოსებმა ხარვეზი იქვე გამოასწორეს.
მას შემდეგ, რაც არჩევნები ახალი კოდექსის შესაბამისად ჩატარდა, თითოეული ოლქის ხუთ-ხუთ უბანზე შერჩევითი, ლოტოტრონის წესით უბნების შეირჩა და შედეგების გადათვლა მოხდა. რა შედეგი მოგვიტანა გადათვლამ: მე თავად ვესწრებოდი პროცესს კრწანისის ოლქში. შედეგი იყო დადებითი, არჩევნების დროს მიღებული ხმებისა და შემდეგ გადათვლილი ხმების შედარების შედეგად ცვლილება არ მომხდარა. ზოგადად, ქვეყანაში 72 საარჩევნო ოლქის 360 უბნის ბიულეტენები გადაითვალა. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბანი, ანუ 66, 7 %. ხოლო 121 საარჩევნო უბანზე შედეგები მცირედითაა შეცვლილი.
ამავე დროს, მინდა გითხართ, რომ ამ ხუთ-ხუთ უბანზე რვა პარტიას თავიანთი წევრები ჰყვდა, ხოლო იმ დღეს, როცა 5-5- უბნის გადათვლები მოხდა, პროცესს ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი წევრი ესწრებოდა, დანარჩენებს ეს საერთოდ არ აინტერესებდათ, რაც გაუგებარია. ეს რაზე მეტყველებს: ბევრს ლაპარაკობენ და არ აინტერესებდათ, მათ პარტიას თუ მაჟორიტარს დააკლდათ ხმა თუ არა.
2 ოქოტომბერსაც და გადათვლების დროსაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტკური პარტიების წარმომადგენლები ძალიან ცუდად იქცეოდნენ. სისტემატურად არღვევდნენ მანძილს, რომელიც კანონითაა დაშვებული და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ რეგისტრატორებისთვის. იყო შემთხვევები, როცა კაბინასთან ახლოს მისვლა და იმის გადაღება უნდოდათ, თუ როგორ აძლევს ხმას ამომრჩეველი.
ზოგიერთი არასამთავრო ორგანიზაცია, „პლატფორმა 20/20“, ვითომდა, „პარალალური ცესკო“, შეიქმნა იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და მოსახლეობას არასწორი ინფრომაცია მიაწოდონ, თითქოს, მასობრივი დარღვევები მოხდა.
ჯერჯეობით, ისეთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომლის საფუძველზეც კომისიას შეეძლო, უბნის ბათილობაზე გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა დავითაშვილმა.