ირაკლი ბერაია: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მორიგი ვიზიტი საქართველოში, ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანასა და ალიანსს შორის პარტნიორობის მასშტაბებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სთვის საქართველოს მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას

“ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მორიგი ვიზიტი საქართველოში, ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანასა და ალიანსს შორის პარტნიორობის მასშტაბებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სთვის საქართველოს მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

“ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მორიგი ვიზიტი საქართველოში, ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანასა და ალიანსს შორის პარტნიორობის მასშტაბებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სთვის საქართველოს მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას, თავად ფაქტი, რომ სამხედრო კომიტეტის ვიზიტები საქართველოში 2014 წლიდან იწყება და ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანო მეოთხედ სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, მეტყველებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევრო-ანტლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე, ხელისუფლების მიმართ უდიდეს ნდობაზე და თავდაცვის სფეროში რეფორმების წარმატებასა და აღიარებაზე.

ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ის ეფუძნება ქართველი ხალხის ურყევ ნებას განამტკიცოს ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპები. საქართველოს არა მხოლოდ სურს წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში, არამედ აქვს ამის შესაძლებლობაც და ამ კუთხით უდიდესი გამოცდილებაც, მათ შორის, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ნატო-ს მორეაგირე ძალებში ჩართულობით და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. ნატო-საქართველოს პარტნიორობაში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, არასდროს ყოფილა ასეთი უპრეცედენტო დინამიკა, როგორც მასშტაბების, ასევე, შინაარსობრივი თვალსაზრისით.

გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერება, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში მხარდაჭერის ახალი ზომები, გენ მდივნის, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს, სამხედრო კომიტეტის და ალიანსის სამხედრო ხომალდების გახშირებული ვიზიტები, ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების გაზრდილი რაოდენობა, ალიანსის სამიტებისა თუ მინისტერიალების დეკლარაციებში, ასევე, ანგარიშებსა თუ სხვა დოკუმენტებში, საქართველოს პროგრესისა და მხარდაჭერის გადაწყვეტილებები და ჩანაწერები ამ ყველაფრის მკაფიო ინდიკატორია. საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრების ყველა საჭირო ინსტრუმენტს და დგამს წარმატებულ ნაბიჯებს მათი ეგექტიანი იმპლემენტაციისთვის. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები