ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში არასრულწლოვანთა ნიშნობის იძულების უარყოფით შედეგებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა კომიტეტში შემოსულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადება არასრულწლოვანთა ნიშნობის იძულების უარყოფით შედეგებს და აღნიშნული ქმედების დანაშულად გამოცხადებას ეხება. სამუშაო შეხვედრაში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებიც მონაწილეობდნენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკანონდებლო წინადადებაში დასმული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე სასამართლო პრაქტიკისა და საგამოძიებო პრაქტიკის შესწავლა. ძალიან საინტერესო ინფორმაციებს მოვუყარეთ თავი და ვფიქრობ, რომ მომავალში გვექნება უკეთესი შესაძლებლობა ამ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები