ირაკლი კობახიძე: გახარიას ორი ძირითადი დავალება ჰქონდა – ერთი, რომ არჩევნებში 43 %-ს დავახლოებულიყავით, რასაც მან ვერ მიაღწია და მეორე იყო თბილისში მეორე ტური

,,ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გახარიას ორი ძირითადი დავალება ჰქონდა. ერთი ეს იყო, რომ 43 %-ს დავახლოებულიყავით, ამ მიზანს მან ვერ მიაღწია და მეორე, მისი მნიშვნელოვანი დავალება იყო თბილისში მეორე ტური. ამის გამო დადგა ის მერობის კანდიდატად, მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცოდა კვლევის შედეგები. იცოდა, რომ არავითარი შანსი არ ჰქონდა”, – განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რადიო იმედის ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი შედიხარ წაგებულ ბრძოლაში, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი მანევრის შესრულების შესაძლებლობა. კითხვაზე, თუ ვის დავალებას ასრულებდა გახარია, კობახიძემ განმარტა, რომ აქვთ ინფორმაცია, თუმცა, ამ საკითხზე ახლა არ ისაუბრებს.

,,როდესაც ყოფილი პრემიერი წინასწარ წაგებულ ბრძოლაში შედიხარ, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი მანევრის შესრულების რესურსი. ის იღებდა გარკვეულ დავალებებს და მისი დავალება ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, შესრულდა – მეორე ტური თბილისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებთ საწყენია თბილისის შემთხვევაში მეორე ტური. იმიტომ რომ, ამ 4 წლის განმავლობაში რაც გაკეთდა თბილისში კახი კალაძისა და მისი გუნდის მიერ, არ გაკეთებულა ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ უსამართლოა ეს შედეგია. ასეთია პირადად ჩემი შეფასება, თუმცა ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ამას შეიძლება ჰქონდეს თავის გარკვეული ახსნა, მაგრამ ამის ახსნა ვერ იქნება ის საქმეები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში გაკეთდა დედაქალაქში. ჩვენ, რა საკვირველია, გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ დეტალებში ახლა არ შევალ, შესაძლოა, სხვა დროს დადგეს ამის დრო.’’ – განაცხადა კობახიძემ

კობახიძის განმარტებით მეორე ტურების ჩატარებას აქვს თავისი მიზეზი, თუმცა გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

,,კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დატოვა გუნდი და მან გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ თქვენ იცით, რომ სადაც გახდა მეორე ტურები საჭირო განმაპირობებელი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში იყო მისი პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტესად ჩვენი ხმებით სარგებლობდა, ანუ იმ ადამიანების ხმებით, რომლებიც ადრე ქართულ ოცნებას აძლევდნენ ხმას. აქედან გამომდინარე ბუნებრივია გაიყო ხმები, მაგრამ ეს არ იყო დიდი დოზით ხმების გაყოფა, თუმცა, ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ დანიშნულიყო შესაბამის მუნიციპალიტეტებში მეორე ტური”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები