ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული, თავისუფალი, ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული, საერთო შეფასება დადებითია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

“ეს არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული, თავისუფალი, ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული, საერთო შეფასება არის დადებითი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რადიო იმედის ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება ცალკეულ შეფასებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მზადდება დეტალური ანგარიში.
„ჩვენ მზად ვართ, ამგვარ შეფასებებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წარმოვადგინოთ. როდესაც თემაზე პრაქტიკულად არ არის საუბარი, ან არავითარი მტკიცებულება არ არის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების ანგარიშებში და ასეთი შეფასებების მოყვანა ხდება ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე, ეს, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს წყაროსთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, დეტალები განვიხილოთ, იქნება ეს საელჩო თუ საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაცია, ერთად გადავამოწმოთ, რამდენად ზუსტია ის წყაროები, რომელსაც ეყრდნობა ხოლმე ასეთი შეფასებები. ჩვენ უკვე ვამზადებთ დეტალურ ჩვენს ანალიზს და ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ანგარიშებზე დაყრდნობით, რომლებიც ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს და ჩვენს პოზიციას აუცილებლად დეტალურად დავაფიქსირებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები