სოზარ სუბარი: სააკაშვილი ნელსონ მანდელა რომ არ არის და არ ჩამოსულა ციხეში ჩასაჯდომად, კარგად ჩანს მისი სასოწარკვეთილი თხოვნებიდან

“თვითონ სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები თვეებია და წლებია, ღიად ლაპარაკობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე. იმაზეც, რომ სააკაშვილი შემოვა და ვერავინ გაბედავს მის დაჭერას – ეს იყო რეალურად მათი სცენარი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ იმედი გაუცრუვდათ, რადგან დღეს საქართველოში სხვა რეალობაა.

„ამ რეალობას სააკაშვილი ვერ აღიქვამდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც მისი თანაგუნდელები აღიქვამდნენ ქვეყნის შინგნით, ან აღიქვამდნენ, მაგრამ მათაც ეგონათ, რომ სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა საქართველოში და ამიტომაც სხვა ინფორმაციას აწვდიდნენ, რომ აქ არის მუხტი და ერთადერთი შენი ჩამოსვლაღაა საჭირო. სააკაშვილი ნელსონ მანდელა რომ არ არის და არ ჩამოსულა ციხეში ჩასაჯდომად, კარგად ჩანს მისი სასოწარკვეთილი თხოვნებიდან, რომ უკრაინამ იქნებ დააბრუნოს ქვეყანაში“, – განაცხადა სოზარ სუბარამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები