ნუგზარ წიკლაური: მიხეილ სააკაშვილი ციხეში “ქართული ოცნებისთვის” არის უდიდესი პოლიტიკური პრობლემა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს გამოეხმაურა.

წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში “ქართული ოცნებისთვის” არის უდიდესი პოლიტიკური პრობლემა.

“ამ ხერხებით ცდილობენ ახლა გამკლავებას იმასთან, რომ აქვთ ძალიან დიდი შიში, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მათთვის ყოველდღიურად, ყოველი საათი, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როგორიც არის შიმშილობის აქტის დროს, მათთვის არის უდიდესი პოლიტიკური პრობლემა და არც მომავალში მოერიდებიან ტყუილს, იმიტომ, რომ თუ რამე არის “ქართული ოცნების” საფირმო ნიშანი, ეს არის ტყუილი”, – განაცხადა წიკლაურმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, “მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები